Get Your 100% Free IQ Test Android App
პრობლემებთან მუშაობა

პრობლემებთან მუშაობა

ანუ როგორ მოვახდინოთ პრობლემების ინდენტიფიკაცია და აღმოფხვრა

პროექტის ზოგიერთ ეტაპზე არაა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რადგან ისინი სპეციფიურია და ერთ-ერთი პირველი "აღმომჩენი" ხართ მათი, ან თავად დავალება არაა ბოლომდე ნათელი და მხოლოდ შემდგომი "კვლევა-ძიება" გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით ვართ წასასვლელი. 

რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც "ჩიხში" შევდივართ და გამოსავალი აქამდე ნაცად ხერხებს შორის არ იძებნება? 

ზოგადი აღწერა

პრობლემის აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა მისი მაქსიმალურად სწორი აღქმა / იდენტიფიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდხანს, ძალიან დიდხანს მოგვიწევს "მოჯადოებულ წრეზე" სიარული სანამ შემთხვევით შეცდომებსა და წვალებაში არ გავალთ რაღაცნაირად ფონს, ასეთი დამოკიდებულება პრობლემისადმი შეიძლება გამოწვეული იყოს ზედმეტი სიჩქარით და სწორედაც რომ "ფონზე სწრაფად გასვლის" სურვილით და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეიძლება გაამართლოს, ეს უბრალოდ სტატისტიკური აუცილებლობის გამო მოხდება და საშუალოდ პრობლემის გადაჭრაზე დახარჯული დრო ბევრად მეტი გამოვა, ვიდრე მეთოდური მიდგომის შემთხვევაში. 

პრობლემის იდენტიფიკაცია

ასე, რომ, მოდით, განვიხილოთ, რა ვარიანტები გვაქვს პრობლემის სწორი იდენტიფიკაციისათვის. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ცივი გონებით, ნათლად აზროვნებაში გვეხმარება და პირადადაც მაქვს არაერთხელ გამოცდილი, ამავე დროს, ისინი არამარტო პროქტებზე მუშაობისას შეიძლება იქნას გამოყენებული:

 

მეთოდი 1: ხუთი რატომ

როგორც მახსოვს, ეს მეთოდი გამოიგონეს იაპონიაში, 20-იანი წლების დასაწყისში საწარმოო პროცესებში წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. მისი დანიშნულებაა პრობლემის მთავარი მიზეზის მიგნება. თავიდან იწყებთ პრობლემის ყველაზე აშკარა ფორმულირებით და ნელ-ნელა (5 ეტაპად) დადიხართ უფრო ღრმა მიზეზებამდე, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. 

პირველ რიგში ვაყალიბებთ პრობლემის თავდაპირველ, ყველაზე აშკარა ფორმულირებას, მაგალითად: სკრიპტი ხანდახან არასწორად ახარისხებს ანგარიშებს. ამ ფორმულირებას ვუსვამთ პირველ "რატომ" შეკითხვას:

  1. რატომ ახარისხებს სკრიპტი არასწორად ანგარიშებს ხანდახან? და ვპასუხობთ: იმიტომ, რომ ზოგჯერ მოქმედ ანგარიშებსაც ენიჭებათ გაუქმებულის სტატუსი.
  2. რატომ ენიჭებათ მოქმედ ანგარიშებს ზოგჯერ გაუქმებულის სტატუსი? იმიტომ, რომ ზოგიერთ ანგარიშზე შესვლის მცდელობისას სკრიპტი იღებს პასუხს "false".
  3. რატომ იღებს ზოგიერთ ანგარიშზე შესვლის მცდელობისას სკრიპტი პასუხს "false"? იმიტომ, რომ გაგზავნილი მონაცემების გადამუშავება სხვანაირად ხდება.
  4. რატომ ხდება გაგზავნილი მონაცემების გადამუშავება სხვანაირად? იმიტომ, რომ რაღაც ცვლილებები შეიტანეს.
  5. რატომ შეიტანეს ცვლილებები? 

მეხუთე "რატომ"-ზე პასუხის გაცემა საჭირო აღარაა, შეიძლება პრობლემის უმთავრეს მიზეზს უფრო ნაკლებ შეკითვაშიც მიაგნოთ, მაგრამ თუ 5-ზე მეტი გახდა საჭირო, სავარაუდოდ ეს მეთოდი ვერ დაგეხმარებათ მისი არსის გამოკვეთაში. 

 

მეთოდი 2: ხანგრძლივი სიარული

ხანგრძლივად, 1 საათი და მეტი ფეხით წყნარად სეირნობა (სასურველია მშვიდ გარემოში) აწონასწორებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა მუშაობის გაუმჯობესებას და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ, თავიდან, ცივი გონებით გაიაზროთ ყველაფერი და შეიძლება არაერთი ახალი გამოსავალი მოგაფიქრდეთ, რომელიც აქამდე აზრადაც არ მოგდიოდათ. როდესაც სიარულს იწყებთ, შეიძლება არაფერი მოხდეს, მაგრამ გადის 20 წუთი, ნახევარი საათი და აშკარა ხდება, რომ პრობლემა, რომელიც მოსვენებას გიკარგავდათ, უკვე სხვანაირ ასოციაციებს იწვევს თქვენში, "გვერდზეა გაწეული" და გზას უთმობს ახალ იდეებს, მოვლენათა განვითარების აქამდე უცნობ სცენარებს. 

 

მეთოდი 3: პრობლემის თავიდან ბოლომდე აღწერა წერილობით

ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია, თუმცა არაფრით ჩამოუვარდება დანარჩენებს და თავის თავში გულისხმობს უბრალოდ წერილობით, პრობლემის რაც შეიძლება ვრცლად აღწერას. ზოგადად გონება ბევრად უკეთ აზროვნებს, როდესაც ქვეცნობიერი არა აზროვნების პარალიზებით, არამედ სხვა რამითაა დაკავებული - წერა, სიარული, ველოსიპედით სეირნობა და ა.შ.