Get Your 100% Free IQ Test Android App
კოდიგნაიტერის ფორმის დამხმარე

კოდიგნაიტერის ფორმის დამხმარე

ფორმის დამხმარის ჩართვა და გამოყენება - ნაწილი 3 (ფაილების ატვირთვა)

თუ აპირებთ ფორმაში ფაილების ასატვირთი ველების გამოყენებას, მაშინ ფორმის შექმნა ოდნავ განსხვავებული ფუნქციითაა საჭირო:

form_open_multipart([$action = ''[$attributes = array()[$hidden = array()]]])

პარამეტრები:
  • $action (string) – Form action/სამიზნე URI-ს შემცველი ტექსტი
  • $attributes (array) – HTML ატრიბუტები (კლასი, აიდი და ა.შ.)
  • $hidden (array) – დამალული ველების მასივი
გამოტანილი მნიშვნელობა:

HTML ფორმის გამხნელი ტეგი

მნიშვნელობის ტიპი:

ტექსტი

ეს ფუქცია form_open() ფუნქციის იდენტურია, უბრალოდ ამატებს multipart ატრიბუტს, რომელიც აუცილებელია ფორმის გამოსაყენებლად ფაილების ატვირთვისათვის.