Get Your 100% Free IQ Test Android App
კოდიგნაიტერის ფორმის დამხმარე

კოდიგნაიტერის ფორმის დამხმარე

ფორმის დამხმარის ჩართვა და გამოყენება - ნაწილი 1

კოდიგნაიტერის ფორმის დამხმარის (Form Helper) ჩართვა

დამხმარე იტვირთება Controller-ში შემდეგი კოდის გამოყენებით:

$this->load->helper('form');

HTML სიმბოლოების გამოყენება ფორმის ველებში

თუ გჭირდებათ HTML სიმბოლოების გამოყენება, როგოციაა ბრჭყალები, შეგიძლიათ, ისარგებლოთ html_escape() ფუნქციით.

მაგალითისთვის იხილეთ შემდეგი კოდი:

$string = 'Here is a string containing "quoted" text.';

<input type="text" name="myfield" value="<?php echo $string; ?>" />

რადგანაც ზედა ტექსტი შეიცავს ბრჭყალებს, რაც ფორმის გამართულ მუშაობას პრობლემას შეუქმნის, html_escape() ფუნქციის ვაკონვერტირებთ HTML სიმბოლოებს, რათა მათი უსაფრთხოდ გამოტანა შევძლოთ ეკრანზე:

<input type="text" name="myfield" value="<?php echo html_escape($string); ?>" />

შენიშვნა

თუ ფორმის ელემენტების შესაქმნელად ფორმის დამხმარის რომელიმე ფუნქციას იყენებთ, HTML სიმბოლოების კონვერტაცია, ავტომატურად ხდება, ამიტომ ამ ფუნქციის გამოყენება მხოლოდ მაშინაა აუცილებელი, როდესაც ხელით ქმნით ფორმის ელემენტებს.

ხელმისაწვდომი ფუნქციები

ფორმის დამხმარის ჩატვირთვის შემთხვევაში შემდეგი ფუნქციები ხდება ხელმისაწვდომი:

form_open([$action = ''[$attributes = ''[$hidden = array()]]])

პარამეტრები:
  • $action (string) – Form action/სამიზნე URI-ს შემცველი ტექსტი
  • $attributes (array) – HTML ატრიბუტები (კლასი, აიდი და ა.შ.)
  • $hidden (array) – დამალული ველების მასივი
გამოაქვს მნიშვნელობა:

 HTML ფორმის გამხნელი ტეგი

მნიშვნელობის ტიპი:

ტექსტი

ქმნის ფორმის გამხსნელ ტეგს CodeIgniter-ის კონფიგურაციაში გამოყენებული base URL-ს ბაზაზე. სურვილის შემთხვევაში საშუალებას გაძლევთ, დაამატოთ ფორმის ატრიბუტების და დამალული (უჩინარი) ველები. ყოველთვის ავტომატურად ამატებს accept-charset CodeIgniter-ის კონფიგურაციაში მითითებული charset-ის მნიშვნელობით.

ფუნქციის გამოყენების უმთავრესი სარგებელი HTML-ში ხელით დაწერასთან შედარებით მდგომარეობს მის პორტატულობაში - შესაძლებელია მთელი კოდის სხვა დომენზე / URL-ზე გადატანისას გამართული ფუნქციონირების შენარჩუნება.

იხილეთ მარტივი მაგალითი:

echo form_open('email/send');

ზედა მაგალითი შექმნის ფორმის გამხსნელ ტაგს, რომელიც გადამისამართდება base URL + “email/send” მისამართზე:

<form method="post" accept-charset="utf-8" action="http://example.com/index.php/email/send">

ატრიბუტების დამატება

ატრიბუტების დამატება შესაძლებელია associative მასივის მეშვეობით შემდეგნაირად:

$attributes = array('class' => 'email', 'id' => 'myform');
echo form_open('email/send', $attributes);

ასევე შესაძლებელია ტქქსტის სახით მათი გადაცემა:

echo form_open('email/send', 'class="email" id="myform"');

ზემოთ მოცემული მაგალითები შექმნიან შემდეგი სახის კოდს:

<form method="post" accept-charset="utf-8" action="http://example.com/index.php/email/send" class="email" id="myform">