Get Your 100% Free IQ Test Android App
საკუთარი კაპიტალი

საკუთარი კაპიტალი

საწარმოს ვალდებულება მესაკუთრეების მიმართ

საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდეგ მის განკარგულებაში დარჩენილი აქტივების ნაწილი და შედგება: საწესდებო კაპიტალის, სარეზერვო კაპიტალის და გაუნაწილებელი მოგებისაგან.

  • საწესდებო კაპიტალი არის დამფუძნებელთა მიერ წესდებით განსაზღვრული ინვესტირებული კაპიტალი საწარმოში. იგი წარმოადგენს საწარმოს ვალდებულებას მისი დამფუძნებლების (მესაკუთრეების) მიმართ. საწესდებო კაპიტალი შეიძლება გაიზარდოს დამფუძნებელთა მიერ დამატებითი ქონების შეტანით. საწესდებო კაპიტალის გაზრდა საჭიროებს საწარმოს წესდების ხელახალ რეგისტრაციას.
  • სარეზერვო კაპიტალს წარმოადგენს წესდებით განსაზღვრული რეზერვის თანხა, რომლის დანიშნულებაც არის მესაკუთრეთა ზარალისაგან დაცვა. საკუთარი კაპიტალის ზრდა შეიძლება მოხდეს ქონების ღირებულების გადაფასებისას, თუ ადგილი აქვს მის ზრდას. აქტივების პირვანდელი ღირებულების გაზრდისას წარმოიქმნება გადაფასების რეზერვი, რომელიც საკუთარი კაპიტალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
  • გაუნაწილებელი მოგება არის წმინდა მოგება მესაკუთრეთა შორის განაწილებამდე (დივიდენდების სახით).