Get Your 100% Free IQ Test Android App
ვალდებულებები

ვალდებულებები

საწარმოს ვალდებულებების განმარტება

ვალდებულება არის საწარმოს მოვალეობა სხვა პირების მიმართ. ვალდებულების დასაფარად საწარმოს მოუწევს საკუთარი რესურსების გამოყენება. 

ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია საწარმოში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მიღებული მომსახურება ან შესრულებული სამუშაო, თუ მათი მოწოდებისთანავე ან წინასწარ გადახდას არ ჰქონია ადგილი.

ვალდებულებები აქტივების მსგავსად იყოფა მოკლევადიან (მიმდინარე) და გრძელვადიან ვალდებულებებად.

მოკლევადიანია ვალდებულება, თუ მისი დაფარვა მოსალოდნელია 1 წლის განმავლობაში. მოკლევადიანი ვალდებულებებია:

  • მოკლევადიანი სესხები
  • დარიცხული ვალდებულებები (მაგ. გადასახდელი პროცენტები, დივიდენდები და სხვა)
  • ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი ვალდებულებები (გადასახდელი მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი, დღგ და ა.შ.)

გრძელვადიანი ვალდებულებები იფარება 1 წელზე დიდი პერიოდის განმავლობაში, გრძელვადიან ვალდებულებებს განეკუთვნება: 

  • გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები
  • ვალდებულებები ფინანსურ იჯარაზე
  • გასანაღდებელი ობლიგაციები
  • გადავადებული გადასახადები