Get Your 100% Free IQ Test Android App
ფასდათმობა და საქონლის უკან დაბრუნება

ფასდათმობა და საქონლის უკან დაბრუნება

საქონლის რეალიზაციის გატარება ფასდათმობით

მაგალითი: 1 აგვისტოს დებიტორული დავალიანების ანგარიშის სადებეტო ნაშთი იყო 37000 ლარი. აგვისტოში კრედიტით გაყიდვებმა შეადგინა 23,000 ლარი. მყიდველების მიერ გადახდილ იქნა 21,800 ლარი, ხოლო გაცემულმა ფასდათმობამ შეადგინა 2,200 ლარი. ასევე მყიდველებისგან დაბრუნებული საქონელის ფასმა შეადგინა 2,800 ლარი. 

დავალება: გამოთვალეთ აგვისტოს თვეში მიღებული შემოსავალი და დებიტორული დავალიანების ნაშთი.

დავიწყოთ ამოცანის პირობის გარდასახვა ანგარიშებში. პირობის თანახმად, 1 აგვისტოს მდგომარეობით  [1410] - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან, ანგარიშის ნაშთი იყო 37,000 ლარი. ამას დაემატა აგვისტოს თვის განმავლობაში 23,000 ლარის საქონლის კრედიტით გაყიდვა, მყიდველებმა კი დაფარეს დავალიანების ნაწილი, 21,800 ლარი, რაც გვაძლევს შემდეგ სურათს: 

[1410]
 დებეტი   კრედიტი 
 37,000 ₾   
 23,000 ₾   
    21,800 ₾

  

        

 

 

ამ ოპერაციების შედეგად დებიტორული დავალიანების ანგარიშზე ნაშთი შეადგენს 37,000 ₾ + 23,000 ₾ - 21,800 ₾ = 38,200 ₾.

ასევე უნდა გავატაროთ 2,200 ₾ ფასდათმობა და 2,800 ₾ დაბრუნებული საქონელი: 

საქონლის დაბრუნება გამყიდველთან გატარდება შემდეგნაირად: 

დებეტი -  [6120]  გაყიდული საქონლის დაბრუნება და ფასდათმობა - 2,800 ₾

   კრედიტი - [1410] დებიტორული დავალიანება - 2,800 ₾

 

ფასდათმობა მთლიანი თანხის მეთოდით გამყიდველთან გატარდება შემდეგნაირად: 

დებეტი - [1210] ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში  - 21,800 - 2,200 = 19,600 ₾

დებეტი - [6120] გაყიდული საქონლის დაბრუნება და ფასდათმობა - 2,200 ₾

   კრედიტი - [1410] დებიტორული დავალიანება - 21,800 ₾

 

საბოლოოდ [1410] ანგარიშზე გვექნება შემდეგი მდგომარეობა:

[1410]
 დებეტი   კრედიტი 
 37,000 ₾   
 23,000 ₾   
    21,800 ₾
    2,800 ₾

  

        

 

 

 

საბოლოო ნაშთი - 35,400 ₾. რადგანაც გამოვიყენეთ მთლიანი თანხის და არა წმინდა თანხის მეთოდი, ფასდათმობა [1410] დებიტორული დავალიანების ანგარიშზე არ ჩანს, ჩანს მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ფულის დარიცხვისას.

გამოვთვალოთ აგვისტოს თვეში მიღებული შემოსავალი:

23,000 ₾ - 2,200 ₾ - 2,800 ₾  = 18,000 ₾