Get Your 100% Free IQ Test Android App
 გადაფასების პროპორციული/ინდექსაციის მეთოდი

გადაფასების პროპორციული/ინდექსაციის მეთოდი

აფასება და ჩამოფასება პროპორციული მეთოდით

1) პირველი გადაფასება

აფასება - ( იზრდება კაპიტალი - 5420 გადაფასების რეზერვი )

დებეტი - 2100 ძირითადი საშუალებები

კრედიტი - 5420 ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი

კრედიტი - 2200 ძირითადი საშუალებების ცვეთა

ჩამოფასება - ( იზრდება ხარჯი - 8220 არასაოპერაციო ზარალი  და 2200 ძირითდი საშუალებების ცვეთა )

დებეტი - 2200 ძირითადი საშუალებებების ცვეთა

დებეტი - 8220 არასაოპერაციო ზარალი

კრედიტი - 2100 ძირითადი საშუალებები

 

2) შემდგომი გადაფასება

აფასება - ( იმ შემთხვევაში, თუ წინა ჯერზე მოხდა ჩამოფასება (ზარალი) აღიარდება არასაოპერაციო მოგება, სხვაობა კი გატარდება კაპიტალად. )

დებეტი - 8130 არასაოპერაციო მოგება

დებეტი - 2100 ძირითადი საშუალებები

კრედიტი - 5420 ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი

კრედიტი - 2200 ძირითადი საშუალებების ცვეთა

ჩამოფასება - ( იმ შემთხვევაში, თუ წინა ჯერზე მოხდა აფასება, მცირდება წარმოქმნილი რეზერვი, დარჩენილი სხვაობა კი აღიარდება ხარჯად )

დებეტი - 5420 ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი

დებეტი - 8220 არასაოპერაციო ზარალი

დებეტი - 2200 ძირითადი საშუალებების ცვეთა

კრედიტი - 2100 ძირითადი საშუალებები

მაგალითი: საწარმომ 2000 წელს შეიძინა დანადგარი 50000 ლარის ღირებულებით. სასარგებლო გამოყენების ვადა 10 წელია. საწარმო იყენებს ცვეთის დარიცხვის წრფივ მეთოდს, სალიკვიდაციო ღირებულება ნულის ტოლია. 

2005 წლისთვის საწარმოს ჰქონდა დარიცხული 25000 ლარის ცვეთა  - 50000/10*5 = 5000*5 = 25000.

2005 წლის პირველ იანვარს ჩატარებული გადაფასების შედეგად დაზგის პირვანდელი ღირებულება გახდა 40000 ლარი.  გამოვიანგარიშოთ K კოეფიციენტი და გავაკეთოთ შესაბამისი გატარებები:

K = 40000 / 50000 = 0.8

25000*0.8 = 20000

გადაფასების შედეგად დაზგის გამოყენების ვადა არ შეცვლილა. 

  გადაფასებამდე K გადაფასების შემდეგ სხვაობა
პირვანდელი ღირებულება 50000 0,8 40000 10000
ცვეთა (25000) 0,8 (20000) (5000)
საბალანსო ღირებულება 25000   20000 (40000-2000) 5000

 

ავსახოთ ჩამოფასება:

დებეტი - 2250 მანქანა-დანადგარების ცვეთა - 5000

დებეტი - 8220 არასაოპერაციო ზარალი - 5000

კრედიტი - 2150 მანქანა-დანადგარები - 10000