Get Your 100% Free IQ Test Android App
 ძირითადი საშუალების გადაფასება

ძირითადი საშუალების გადაფასება

თვითღირებულების და გადაფასების მოდელებს შორის განსხვავება

 აქტივის თავდაპირველი აღიარების შემდეგ საწარმომ უნდა აირჩიოს მისი შეფასების ორი მოდელიდან ერთ-ერთი, როგორც საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა და გამოიყენოს იგი ძირითადი საშუალებების მთელი ჯგუფის მიმართ. ეს მოდელებია: 

  1. თვითღირებულების მოდელი - ყოველი საანგარიშო პერიოდის შემდეგ საწარმო აფასებს ძირითად საშუალებას   თვითღირებულებას - დაგროვილი ცვეთა - გაუფასურების ზარალი  ფორმულით.

  1. გადაფასების მოდელი - ყოველი საანგარიშო პერიოდის შემდეგ საწარმო ჯერ აფასებს ძირითადი საშუალების რეალურ საბაზრო ღირებულებას და შემდეგ შეჰყავს ბალანსში შემდეგი ფორმულით:  რეალურ ღირებულებას -  დაგროვილი ცვეთა - გაუფასურების ზარალი .