Get Your 100% Free IQ Test Android App
 ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის კორექტირება

ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის კორექტირება

ნორმირებული და ზენორმატიული დანაკარგი, ზედმეტობა

ინვენტარიზაციისას ზუსტდება ორგანიზაციის ქონების, მათ შორის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური მდგომარეობა. ყველა საწარმო ვალდებულია ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებისას ჩაატაროს ინვენტარიზაცია და შეადგინოს საინვენტარიზაციო აღწერილობა დასახელების, რაოდენობის, ერთეულის, ფასის, თანხის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. 

ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები განისაზღვრება შედარების უწყისით, სადაც გამოვლინდება სხვაობა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებსა და ფაქტიურ მდგომარეობას შორის. 

გამოვლენილი დანაკარგის შემთხვევაში ის შეიძლება იყოს ორი სახის: ნორმატიული და ზენორმატიული. ნორმატიული დანაკარგი ფასეულობის თვისებებით გამოწვეული მოსალოდნელი დანაკარგია, ხოლო ზენორმატიული გაუთვალისწინებელი დანაკარგია.

თარიღი დებეტი კრედიტი თანხა ოპერაციის შინაარსი
30/12/2016 7230 - (აქტ - საქ. თვითღ. ხარჯი ნორმის ფარგლებში) 1610 - (აქტ - საქონელი) (დანაკარგის თვითღ. შესაბამისად) დანაკარგი ნორმის ფარგლებში

 

ზენორმატიული დანაკარგი, რაც გამოწვეულია საწარმოს პერსონალის მიერ, დაეწერება დამნაშავე პირებს:

თარიღი დებეტი კრედიტი თანხა ოპერაციის შინაარსი
30/12/2016 1430 - (აქტ - მოთხ. პერსონალის მიმართ) 1610 - (აქტ - საქონელი) (დანაკარგის თვითღ. შესაბამისად) ზენორმატიული დანაკარგი

 

თუ დამნაშავის დადგენა არ ხერხდება, ხელმძღვანელის განკარგულებით მოხდება დანაკლისის ჩამოწერა:

თარიღი დებეტი კრედიტი თანხა ოპერაციის შინაარსი
30/12/2016 8290 - (აქტ - სხვა არასაოპერაც. ხარჯები) 1610 - (აქტ - საქონელი) (დანაკარგის თვითღ. შესაბამისად) ზენორმატიული დანაკარგი

 

სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ზედმეტობა აიღება საწარმოს შემოსავალში შემდეგი გატარებით: 

თარიღი დებეტი კრედიტი თანხა ოპერაციის შინაარსი
30/12/2016 1610 - (აქტ - საქონელი) 8130 - (პას - არასაოპერაციო მოგება) (დანაკარგის თვითღ. შესაბამისად) ზენორმატიული ნამეტი