Get Your 100% Free IQ Test Android App
 წინასწარ გაწეული ხარჯების აღრიცხვა

წინასწარ გაწეული ხარჯების აღრიცხვა

პროდუქტის და მომსახურებისთვის თანხის ავანსად გადახდა

საწარმო ზოგჯერ წინასწარ იხდის მომავალში მისაღები საქონლის ან მომსახურების საფასურს, რა დროსაც ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება აქტივი გაცემული ავანსის სახით. 

მაგალითი: შპს "ბრიკომ" 2015 წლის 4 ივლისს გადაიხადა შენობის 2 თვის საიჯარო ქირა წინასწარ - 2000 ლარი. ხოლო იმავე წლის 12 აგვისტოს შეიძინა სადაზღვევო პოლისი ქონების 1 წლით დაზღვევისათვის და გადაიხადა 1500 ლარი. ეს ოპერაციები მოხდენის მომენტში მთავარ ჟურნალში აისახა წინასწარ გაწეულ ხარჯებად. 

თუ პარტნიორი კომპანიების მხრიდან მომსახურების გაწევისას დაბრკოლებებს არ ჰქონია ადგილი, მაშინ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, 31 დეკემბერს შპს "ბრიკო" გაწეული მომსახურების პროპორციულად დააკორექტირებს 17XX - წინასწარ გაწეული ხარჯების ანგარიშებს. 

თარიღი დებეტი კრედიტი თანხა შინაარსი
04/07/2015 1720 (აქტ - წინასწარ გადახდილი იჯარა) 1210 (აქტ - ეროვნ. ვალუტა რეზიდ. ბანკში) 2000₾ 2 თვის საიჯარო ქირის გადახდა წინასწარ
12/08/2015 1710 (აქტ - წინასწარ ანაზღაურებული მომსახ) 1210 (აქტ - ეროვნ. ვალუტა რეზიდ. ბანკში) 1500₾ 1 წლის სადაზღვევო პოლისის შეძენა
31/12/2015 7420 (აქტ - საიჯარო ქირა) 1720 (აქტ - წინასწარ გადახდილი იჯარა) 2000₾ საიჯარო ქირის ხარჯად აღიარება
31/12/2015 7435 (აქტ - დაზღვევა) 1710 (აქტ - წინასწარ ანაზღაურებული მომსახ) 625₾ 5 თვის დაზღვევის ხარჯად აღიარება