Get Your 100% Free IQ Test Android App
განვადებით გაყიდვის გატარება

განვადებით გაყიდვის გატარება

ფასში შედის დღგ

მაგალითი: განვადებით გაყიდულია 800 ლარის თვითღირებულების მქონე ტელევიზორი 1180 ლარად (დღგ-ს ჩათვლით). მყიდველმა გადაიხადა პირველადი შენატანი 236 ლარი (1180*20%=236), ხოლო დარჩენილი თანხა არსებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიფარება ბანკის მიერ, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

თარიღი დებეტი კრედიტი თანხა შინაარსი
10/09/2016 1410 (აქტ - მოთხოვნ. მიწოდ. და მომსახ) 6110 (პას - შემოს. საქონლის რეალიზაც) 1000₾ შემოსავალი რეალიზაციიდან
10/09/2016 1410 (აქტ - მოთხოვნ. მიწოდ. და მომსახ) 3330 (პას - გადასახდელი დღგ) 180₾ გადასახდელი დღგ

10/09/2016

7210 (აქტ - გაყიდ. საქონლის თვითღ) 1610 (აქტ - საქონელი) 800₾ ჩამოწერა თვითღირებულების ხარჯით

10/09/2016

1110 (აქტ - ნაღდი ფული ეროვნ. ვალუტაში) 

1410 (აქტ - მოთხოვნ. მიწოდ. და მომსახ)

236₾ დებიტორის მიერ თანხის დაფარვა
10/09/2016

1490 (აქტ - სხვა მოკლევად. მოთხოვნები)

1410 (აქტ - მოთხოვნ. მიწოდ. და მომსახ)

944₾ მოთხოვნა ხელშეკრულების საფუძველზე
13/09/2016 1210 (აქტ - ეროვნ. ვალუტა რეზიდ. ბანკში) 1490 (აქტ - სხვა მოკლევად. მოთხოვნები) 944₾ ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის დაფარვა

 

როგორც მოცემული მაგალითიდან ჩანს, ყველა სამეურნეო ოპერაცია ზედმიწევნითაა გატარებული: ჯერ აღიარდა შემოსავალი და მოთხოვნა მიწოდებიდან, შემდეგ მოთხოვნა მიწოდებიდან გარდაიქმნა სხვა მოკლევადიან მოთხოვნებად (1490) ბანკთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო შემდეგ მოხდა მისი დაფარვა საბანკო ტრანზაქციით და 1490 დებიტორული დავალიანების განულება.

თუ გავამარტივებდით ამ პროცესს და საერთოდ ამოვიღებდით 1410 ანგარიშს  - გავატარებდით ბანკის მხრიდან 1490 დავალიანებას და შემოსავალს როგორც მოკორესპონდენტო ანგარიშებს, დავკარგავდით საშუალებას, სათანადოდ აგვესახა კლიენტის მხრიდან თანხის შემოტანა, საქონლის ჩამოწერა ან/და სხვა ოპერაციები, რომელთა ასახვის საჭიროებაც შეიძლება დადგეს მსგავს სიტუაციებში.